რომან მარტენი, ფსიქიატრიულ კლინიკაში ექიმად მუშაობს. ერთ დღეს მასთან უჩვეულო პაციენტი, ლეო მილანო მოხვდება, რომელიც ძალიან დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ თითქოსდა უზარმაზარ ჯაშუშურ ქსელში, სახელწოდებით “Constellation-ში” მომუშავე და მძევლების ძებნაზე სპეციალიზირებული საერთაშორისო აგენტია, კოდური სახელით “ლომი”. მარტენს ეჭვი არ ეპარება, რომ მილანო მატყუარა მითოსანიკია. მაგრამ როდესაც მის მეგობარ გოგონას, ლუიზას მოიტაცებენ. სასწარკვეთილი რომანი მიხვდება, რომ ახლა ლეო – ერთადერთია, ვისაც ალბათ ლუიზას გადარჩენის უნარი შესწევს და “სუპერ ჯაშუშს” კლინიკიდან გაქცევაში ეხმარება. გმირები გამტაცებლების წინააღმდეგ გიჟურ დევნას იწყებენ, რათა ლუიზა გადაარჩინონ და ამავე დროს საფრანგეთის ცენტრალური ბანკი დაგეგმილი საუკუნის ძარცვისგან დაიცვან… მაგრამ რა მოხდება, თუ მარტენმა შეცდომა დაუშვა, როდესაც თავისი ბედი ეშმაკ გიჟს მიანდო?…