70 წლის ქსენოფონი გონებადაკარგული და გაძარცვული იპოვნეს ტაილანდის ერთ-ერთ სანაპიროზე. ერთადერთი რაც იცის, ძველ საბჭოურ საათზე გრავირებული საკუთარი სახელია. იგი უფულოდ, საბუთების გარეშე დატოვეს. ამას ისიც ემატება, რომ სიტყვა არ იცის ადგილობრივების ენაზე. მიუხედავად ყველაფრისა, ქსენოფონი მოხერხებული კაცია. ის ახალ ცხოვრებას და ბიზნესს იწყებს, მაგრამ არის მის წარსულში რაღაც შემაშფოთებელი, რასაც ვერ იხსენებს. ვინ არის იგი სინამდვილეში?…