რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული დრამატული კომედია, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კორუფციული სკანდალის შესახებ, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთ მდიდრულ გარეუბანში მდებარე პრესტიჟულ საჯარო სკოლაში მოხდა და მისი ჭკვიანი, ძლიერი და ქარიზმატული დირექტორის ფრენკ ტასონის მიერ სკოლის მოვლა-პატრონობისთვის სახემწიფო სახსრების და ფონდებიდან დიდძალი თანხების გაფლანგვაზე მოგვითხრობს. როდესაც ფრენკის სკანდალური საიდუმლო ცნობილი გახდება, მისი რეპუტაცია და კარიერა ნგრევას დაიწყებს…