ჰანელორა კაირის რომანზე დაფუძნებული კრიმინალური კომედია, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიციის განყოფილებაში თარჯიმნად მომუშავე პეიშენს პორტეფოს შესახებ, რომელიც ნარკომოვაჭრეების სატელეფონო საუბრებს საათობით უსმენს, რითაც პოლიციისთვის მომავალ ნარკო გარიგებაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებს. ერთ დღეს პეიშენსი ნარკოტიკების დიდ პარტიაზე გაიგებს და ვერ გაუძლებს ცხოვრების შეცვლის ცდუნებას. ნარკოქსელის ეპიცენტრში აღმოჩენილი, მთავარი გმირი მუშაობის დროს მიღებული ცოდნის და პოლიციის რესურსების გამოყენებით, სწრაფად ერკვევა ნარკობიზნესში და საკუთარ კრიმინალურ ქსელს ქმნის. მაგრამ ნათლიდედად ქცეული, პეიშენსი მალე თავად აღმოჩნდება პოლიციის სამიზნე…