კამბოჯელი ადამიანის უფლებათა დამცველის ლუნგ ანგის მემუარების ეკრანიზაცია, რომლის ბავშვობა “წითელი ქმერების” ტერორის პერიოდს დაემთხვა. პატარა ლუნგიმ კამბოჯაში კომუნისტური მმართველობის დროს გადაიტანა იძულებითი ევაკუაცია, საყვარელი ადამიანების დაკარგვა, შიმშილი, იძულებითი შრომის ბანაკი და შვიდი წლის ასაკში მობილიზაცია არმიაში. საბოლოოდ იგი კამბოჯიდან გაიქცევა. შემდგომში მისი სასწაულებრივად გადარჩენი სიცოცხლე მან სამშვიდობო მისიას მიუძღვნა…