პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამა, არა მხოლოდ მეწყვილეების, არამედ ყველა ჩვენგანის ამბავს ყვება: ჩვენი თავგადასავალი კინტაურიდან ბასიანამდე.
მერაბი (ლევან გელბახიანი) ქართული ცეკვის ანსამბლში მარის (ანა ჯავახიშვილი) მეწყვილე და შეყვარებულია. რეპეტიციების შემდეგ ის რესტორანში მიმტანად მუშაობს, რომ სახლში საჭირო ფული მიიტანოს. მერაბის ცხოვრება მაშინ იცვლება, როდესაც ანსამბლში ირაკლი (ბაჩი ვალიშვილი) მოდის. ირაკლი მერაბის მეტოქე ხდება. მეტოქეობა ერთმანეთთან მიზიდულობაში გადაიზრდება. საბოლოოდ კი თამამი სასიყვარულო სცენები წინწყაროს, სადღეგრძელოების და ქვევრის ფონზე ვითარდება.