მთავარი გმირის (ომარ სი) ცხოვრებაში ყველაფერი მისი საყვარელი შვიდი წლის ქალიშვილის, სოფიას გარშემო ტრიალებს, რომელიც ყოველ ღამე მის დასაძინებლად ზღაპრებს იგონებს. როდესაც სოფია იძინებს, ეს უჩვეულო ზღაპრები სადღაც წარმოსახვით სამყაროში ცოცხლდებიან, სადაც რაინდები, მეკობრეები და დრაკონები ცხოვრობენ. ამ სამყაროში, რომელიც მხოლოდ მათ ეკუთვნის, სოფია ყოველთვის პრინცესაა, ხოლო მისი მამა – მამაცი პრინცია. მაგრამ წლების შემდეგ, სოფია იზრდება და მის ზღაპრებში მამის ადგილი აღარ რჩება. ახლა როგორც რეალურ, ისე წარმოსახვით სამყაროში, მამამ ქალიშვილის ცხოვრებაში სამუდამოდ გმირად დარჩენის საშვალება უნდა იპოვოს…