ნიუ-იორკი. მანჰეტენის შუაგული. გასული საუკუნის 70-80 - იანი წლებია. კარზე მომდგარა სექსუალური რევოლუცია. როგორ ცხოვრობენ ამ დროის ამერიკელები? ერთი მისწრაფებით: მხოლოდ - თავისუფალი სექსი!... მოსახლეობის 90% - ქალიან-კაციან, მოხუც-ახალგაზრდიანად ვნების მორევში გადაეშვა. ნიუ-იორკში მხოლოდ სპერმისა და კვერცხუჯრედის სუნი ტრიალებს.. ქალაქში სრული გაურკვევლობა მეფობს... ამ სერიალის გმირები, 20-ე საუკუნის პიონერები არიან, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს "სექსს ფულის სანაცვლოდ", ანუ ბიზნესის ენაზე რომ ვთქვათ - ე.წ. "სექსინდუსტრიას". ნიუ-იორკი სრულმა ჩრდილოვანმა ბიზნესმა მოიცვა... НВО - ს ტელეარხმა, გრანდიოზული პროექტი შემოგვთავაზა წარმოდგენილი სერიალის სახით, რომელიც სექსუალური რევოლუციის მედლის ორ მხარეს გვიჩვენებს და ეს ბიზნესი ისე მომძლავრდა, რომ დღეს - მთელი სამყარო დაიპყრო.