მილიონობით წლის წინ წარმოუდგენელმა ძალებმა გახლიჩეს დედამიწის ქერქი და შედეგად წარმოიშვა შვიდი კონტინენტი. თითოეულს აქვს თავისი მკაფიოდ ჩამოყალიბებული კლიმატი, რელიეფი და საკუთარი უნიკალური ეკოსისტემა. სამხრეთ ამერიკის ფერადი სამოთხიდან დაწყებული აფრიკის გაუსაძლის სიცხემდე, ერთ პლანეტაზე დატეული შვიდი სამყარო. ჩვენს წინაშე იშლება თითოეული კონტინენტის ნამდვილი ბუნება. წინ მრავალი მოულოდნელობაა. მოგზაურობა პლანეტაზე, რომელსაც გეგონა რომ იცნობდი.