შავი კომედია ფარმაცევტულ კომპანიაში მომუშავე მოკრძალებული ამერიკელი ბიზნესმენის ჰაროლდის შესახებ, რომელიც მექსიკაში საქმიანი ვიზიტის დროს, გიჟური ქაოსის ეპიცენტრში აღმოჩდება. როდესაც იგი ბიოინჟინერული მარიხუანა-აბის ფორმულის შესახებ გაიგებს, ჰაროლდი მის შესაძლო ღირებულებას აცნობიერებს, და ამ აბის პროტოტიპთან ერთად გაუჩინარდება. ადგილობრივი ნარკობარონები, თავხედი ქერა უფროსი, საერთაშორისო ქილერები, აშშ-ის სპეცსამსახურები – ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი ადამიანები იწყებენ მთავარ გმირზე ნადირობას. და ახლა, რომ გადარჩეს ამ ბრძოლაში, კანონმორჩილი ჰაროლდი იძულებულია დამნაშავე გახდეს…