დაფნი (შეილინ ვუდლი) – 30 წლის მხატვარი ქალია, რომელიც შეყვარებულთან მტკივნეული დაშორების შემდეგ, მისი დის სახლში ცხოვრობს, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ოდესღაც ბედნიერი დაფნის მზარდ სასოწარკვთას. ერთ დღეს ის წვეულებაზე, ფრენკს (სებასტიან სტენი) და ჯე???ს (ჯემი დორნანი) შეხვდება, რომლებთანაც მოულოდნელად რომანს გააბავს, თუმცა სხვადასხვანაირად: ფრენკი – თავგადასავლების მაძიებელი და არაპროგნოზირებადი, თავისუფალი სულის მქონე მეამბოხე ბიჭია; ჯეკი – ინტელექტუალური, მგრძნობიარე, ყურადღებიანი და მომხიბლველი მწერალია. ამ ორ რადიკალურად განსახვავებულ ადამიანს შორის გახლეჩილი, მთავარი გმირი მათი განსხვავებული შეხედულებებით ტკბობას იწყებს – თითქოს ის საკუთარი თავის სხვადასხვა ვერსიებით ცხოვრობს და მათ უსმენს. ამავე დროს, დაფნი მოვლენების მოულოდნელი განვითარებით საკუთარი ცხოვრების საიდუმოებებს გამოავლენს. მაგრამ ბედს ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვს, და მალე ის მომენტი დგება, როდესაც დაფნი იძულებულია რთული გადაწყვეტილება მიიღოს…