ზეჰრა შიმშექი, ბერლინში დაიბადა, კონსერვატიულ ღარიბ თურქულ ოჯახში. გოგონა 23 წლისაა. ბერლინიდან იგი სტამბულში მოხვდა მდიდრულ სასახლეში, რომელიც სავსეა იდუმალებითა და დანაშაულებებით. მალე, ზეჰრას ბრალი ოჯახის ღირსების შელახვაში დადეს და სასიკვდილოდ განწირული ავტოგჩერებაზე დოკუმენტების გარეშე მიაგდეს. რამდენიმე ხნის შემდეგ, ზეჰრამ ერთი გოგონას ადგილი დაიკავა, რომელსაც ჰანდე ერქვა და რომელიც შვიდი წელია უკვალოდაა გაუჩინარებული. მას სამართალდამცავები ეძებენ. დაკარგული გოგონას დედა, გერმანიაში თურქეთის საელჩოში მიიწვიეს და მან ჰანდეში, თავისი დაკარგული ქალიშვილი ჰანდე შეიცნო. ზეჰრა ახალმა დედიკომ სტამბულში წაიყვანა. ზეჰრას წინ ახალი უსიამოვნებებები და განსაცდელი ელოდება. გოგონა გაკვირვებულია, როგორ ვერ იცნო დედამ საკუთარი შვილი, ნუთუ, ასე ჰგავს ის დაკარგულ ჰანდეს? მაშინ გოგონამ გადაწყვიტა სინამდვილეში გარკვეულიყო, რაც მას ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა