ფილიპ როთის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული დრამატული მინი–სერიალი, რომელიც შეერთებული შტატების ალტერნატიული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც მოვლენები 1940 წელს ვითარდება, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში არა ფრანკლინ რუზველტი, არამედ აქტური იზოლაციონისტი, სამხედრო მფრინავი და ცნობილი ავიატორი, ჩარლზ ლინდბერგი გაიმარჯვებს – ადამიანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ამერიკის მონაწილეობას ეწინააღმდეგება და ქსენოფობიურ შეხედულებებს არ მალავდა. მალე ახალი პრეზიდენტი, ადოლფ ჰიტლერთან მოლაპარაკებებს და ახალი მთავრობის მხარდაჭერით ეროვნული ანტისემიტური პროგრამის განხორციელებას იწყებს. შედეგად, ლინდბერგი ქვეყანას ნაციზმისკენ აბრუნებს და ფაშიზმში ძირავს. ნიუ–ჯერსში მცხოვრები ებრაელი ბიჭისთვის საპრეზიდენტო რბოლაში ჩარლზის გამარჯვება ამერიკის მისი პატარა და უსაფრთხო კუთხის განადგურების პირველი ნაბიჯები გახდება, სადაც ის მის მამასთან, დედასთან და უფროს ძმასთან ერთად ბედნიერი იყო…