იტალიელი მწერლის გვიდო მარი ბრერის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული დრამატული თრილერი, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, დომინიკ მორგანის შესახებ, რომლის ბინძური მაქინაციები ევროპის ეკონომიკას ჩაძირვით ემუქრება. მორგანი ლონდონის ოფის ხელმძღვანელობს, სადაც მის ქვეშევრდომებს შორის – სავაჭრო განყოფილების ხელმძღვანელი, იტალიელი მასიმო რუჯეროა. როდესაც რუჯერო აღმოაჩენს, რომ მისი ბოსები საკონტინენტთაშორისო ფინანსურ ომში ჩაიძირნენ, მას ბანკის ინტერესებსა და მისი ქვეყნის ინტერესებს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. მთავარი გმირი მოულოდნელად კრიმინალური სინდიკატების მიერ ორგანიზებულ, საერთაშორისო შეთქმულებას გამოავლენს, რომლებიც ძალოვანი სტრუქტურების ჩრდილქვეშ მოქმედებენ…