ფსიქოლოგიური დრამა, მენტალური აშლილობით დაავადებული მამის, სახელად ლეოს და მისი საყვარელი ქალიშვილის მოლის ცხოვრებიდან ერთი მძიმე დღის შესახებ, რომლებიც ნიუ–იორკში მიემგზავრებიან. იმ დროს, როცა გოგონა მამის ქაოტური გონების პრობლემებს მთელი ძალებით ებრძვის და თავად არ იცის, რომელი გზა აირჩიოს ცხოვრებაში, მამამისი ცნობიერების სიღრმეში უჩვეულო მოგზაურობას ახდენს: იგი წარმოიდგენს როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, თუ ის სხვა გაზას აირჩევდა და ამით თავისი ცხოვრების მთელ ისტორიას შეცვლიდა. ალტერნატიულ რეალობაზე მის ილუზიებში ლეო წარმოიდგენს მგზნებარე რომანს და ქორწინებას შეყვარებულთან, დოლორესთან, რომელთანაც ურთიერთობა მექსიკაში ბავშვობაში დაიწყო; მის თავში მანჰეტენზე დრამერად რთული მუშაობის და ადამთან ცხოვრების მოგონებები ამოტივტივდება და ხედავს, თუ როგორ ცხოვრობს მარტო შორეულ საბერძნეთის კუნძულზე, სავსე ცდუნებებით, სადაც ორ ახალგაზრდა ტურისტთან შემთხვევით შეხვედრა მთავარი გმირის ოჯახის წარსულიდან ზოგიერთ უსიამოვნო საიდუმლოს გამოავლენს…