ფილმი ისტორიული და ესთეტიკური აბსტრაქციის ნაზავია - უჩვეულო ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც წარმოსახვაში გვთავაზობს კანადის ყოფილი პრემიერმინისტრის, უილიამ ლიონ მაკენზი კინგის ფორმირების წლებს - როგორც დამცირებების მთელ სერიებს. ფილმი როგორც უნდა ისე ატრიალებს ისტორიას და სასაცილოდ იგდებს როგორც ისტორიის სუბიექტს, ასევე „დიდი თეთრი ჩრდილოეთის“ (კანადის) პოლიტიკურ მემკვიდრეობას. დენიელ ბირნიც, მანიაკალურად ამბიციური და უკიდურესად მიამიტი, არაჩვეულებრივად სასაცილოა ახალგაზრდა მაკენზი კინგის როლში, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს თავისი პოლიტიკური ბედიწერა სისრულეში მოიყვანოს, როგორც ეს საოცრად კატეგორიულმა დედამ უწინასწარმეტყველა.