ჩვენი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში რომის იმპერია დაიშალა, ცივილიზებულ სამყაროს კი ბარბაროსები დაემუქრნენ. ბრიტანეთში, მოზარდი, სახელად პატრიკი, კომფორტული ცხოვრებით ცხოვრობდა, როგორც მთავრობის წარმომადგენლის ვაჟი. მიუხედავად იმისა, რომ რომის კათოლიკური ეკლესიის ნაწილი იყო, მისი რწმენა მისთვის არაფერს ნიშნავდა მანამ, სანამ ის 16 წლის ასაკში მეკობრეებმა არ გაიტაცეს. 6 წლის განმავლობაში მას აიძულებდნენ მწყემსად ემუშავა და შიმშილის ზღვარზეც არაერთხელ მიიყვანეს. სწორედ ამ დროს იპოვა თავის თავში რწმენა, რომლის წყალობითაც თავი დააღწია განსაცდელს. იგი სამშობლოში დაბრუნდა ეპისკოპოსად იმ იდეით, რომ დაებრუნებინა მშობლიურ მხარეში რწმენა, თუმცა ეს არ ყოფილა ადვილი მისია, გზა მრავალი დაბრკოლებით სავსე აღმოჩნდა.