კრისი თავის ნახევრად ინვალიდ ბიძასთან ერთად დანიის სოფელში, ერთ მიტოვებულ ფერმაში ცხოვრობს. უცნაური, თუმცა სიყვარულით სავსე ურთიერთობა აქვთ - ყოველდღიურ რუტინაში სიტყვებიც არ არის საჭირო. კრისი „ვირის მუშაა“ და თავის თავზე აქვს აღებული ბიძის მოვლა და პატრონობა. როდესაც ფერმაში ახლადდაბადებულ ხბოს გადაარჩენს, მასში ვეტერინარიის ინტერესი გაიღვიძებს, ვეტერინარ იოჰანს დაუმეგობრდება და სულ მალე ნახავს, როგორია არის ცხოვრება ფერმის გარეთ. სიყვარულიც ეწვევა და შესაძლოა მისი ცხოვრებაც ძირფესვიანად შეიცვალოს.