მოვლენები ესპანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ სევილიას ერთ-ერთ რაიონში ვითარდება – დაუნდობელი და სასტიკი ადგილი, სადაც პოლიციას და კანონს ძალა არ აქვთ. ამ კრიმინალურ და ნარკოტიკებით სავსე სამყაროში, დროებით ციხიდან გამოდის თაღლითი ხუან სანტოსი. ის მეუღლესთან ერთად ქალიშვილთან პირველი შეხვედრის აღნიშვნას გეგმავს. მაგრამ დღესასწაულზე დაუპატიჟებელი სტუმრები გამოჩნდებიან – ხუანის უმცროსი ძმა ჩიკო და მისი ბიძა ანდრესი, რომლებიც სანტოს ციხეში ნარკოტიკების გავრცელებას სთავაზობენ. ფრთხილი ხუანი ციხის პრივილეგიების დაკარგვის შიშით, უარს ამბობს. თუმცა, ოჯახთან ერთად სახლში დაბრუნების დროს მთავარი გმირი ავტოავარიაში მოხვდება, რომელშიც მისი პატარა ქალიშვილი დაიღუპება. სასოწარკვეთილი მამა აცნობიერებს, რომ ავარია – მისი გაბრაზებული ახლობლების მოწყობილია, საკუთარ სიფრთხილეს და უსაფრთხოებას ივიწყებს და მათზე შურისძიებას გადაწყვეტს…