ჯესიკა კოხის ამავე სახელწოდების ბესტსელერის ადაპტაცია, რომელიც დრამატული სიყვარულის, ნდობის, გამბედაობის, ტკივილისა და სასოწარკვეთილების ნადვილ ამბავს მოგვითხრობს. რა ხდება მაშინ, როდესაც შენი ცხოვრების სიყვარულს შეხვდები და, თან იცი, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება? ჯესიკა – მეოცნებე, ძალებით და ოპტიმიზმით სავსე 18 წლის გოგონაა. ერთ დღეს ის სიმპათიურ, მომხიბვლელ და თავდაჯერებულ ბიჭს, სახელად დენის შეხვდება და მაშინვე შეუყვარდება. მაგრამ იდეალური “ფასადის” უკან, დენი მტკივნეულ საიდუმლოს მალავს. სინამდვილეში იგი ღრმად ტრავმირებული ადამიანია, რომელიც დაუღალავად ებრძვის თავის პრობლემებს. მალე სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ წყვილს არასდროს ექნება საერთო მომავალი. თუმცა, ჯესიკა დანებებას არ აპირებს, მას სწამს, რომ სიყვარულის ძალას, ბევრი რამ შეუძლია შეიცვალოს…