ფილმი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს ლოს ანჯელესელ კომედიური როლების შემსრულებელ არცთუ ცნობილ მსახიობ ქალზე. იგი იმდენად აღარ არის დაკავებული როგორც ადრე, რადგანაც სოციალური მედიის ვარსკვლავებმა აჯობეს მათ, ვინც ათწლეულების მანძილზე იყვნენ ამ საქმეში. ჰოლივუდის ბრწყინვალება ტვიტერის მომხმარებლებით შეიცვალა... მეგი გათხოვილი არ არის, შვილები არ ჰყავს, მისი კარიერა კი ცხოვრების სიცარიელეს ვერ ავსებს. ბევრი კითხვა აქვს საკუთარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რადგანაც მისი მოლოდინები არ გამართლდა. თუმცა დამარცხების გამო არ დაეცემა. სჯერა, რომ იქნება რაღაც უფრო მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში, რასაც ეძიებს. მისი მაძიებელი სული, საბოლოო ჯამში, ყოფიერების სიმარტივით კმაყოფილია. იგი მიხვდება, რომ საჭიროა ცუდი და კარგი ერთიანობაში დაინახო, მოლოდინებს კი თავი დაანებო ამ გადარეულ სამყაროში, რასაც ცხოვრება ჰქვია.