1941 წელია. ტანკის მეთაური კალაშნიკოვი მძიმედ დაშავდება ბრძოლაში. ამ უბედური შემთხვევის შედეგად იგი დაინვალიდდება და ვეღარ შეძლებს ფრონტზე დაბრუნებას. როდესაც საავადმყოფოში სამკურნალოდ მოხვდება, დაიწყებს იარაღის საწყისი ესკიზების გაკეთებას, რომელიც შემდგომში მსოფლიოს ერთერთი ლეგენდარული იარაღი გახდება. თვითნასწავლი გამომგონებელი, მიხაილ კალაშნიკოვი, მხოლოდ 29 წლი იყო, როდესაც მან ახალი საკულტო ავტომატი AK-47 შექმნა.