ამერიკელი მწერლის, ჯეკ ლონდონის სათავგადასავლო რომანის ეკრანიზაცია, სადაც მოვლენები კანადაში 1890-იანი წლების კლონდაიკის ოქროს ციებ-ცხელების დროს ვითარდება, როდესაც ძლიერ მარხილის ძაღლებზე დიდი მოთხოვნა იყო. მთავარი გმირი მეგობრული ძაღლი – სახელად ბეკია, რომელიც კალიფორნიაში სანტა კლარას რანჩოშ ცხოვრობს. მაგრამ მისი ცხოვრება თავადაყირა დედგება მას შემდეგ, რაც მას მოიპარავენ და გაყიდიან მარხილის ძაღლად ველურ და ცივ ალასკაზე, სადაც ის უბრუნდება ველურ გარემოს. ბეკი იძულებულია, იბრძოლოს მარხილის სხვა ძაღლებთან, რათა მოიპოვოს უპირატესობა მკაცრ კლიმატში. საბოლოოდ, ის კარგავს მოთვინიერებული ცხოველის ცივილიზებულ სახეს, იბრუნებს მისი მოდგმის პირველყოფილ ინსტინქტებს და სწავლობს, როგორ უნდა გახდეს ველურ სამყაროში ლიდერი.