ახალგაზრდა ოჯახი ქალაქის გარეუბანში ახალ ბინაში გადადის და ახალშობილი ქალიშვილის მოსავლელად ძიძას ქირაობენ. ახალგაზრდა მშობლების ნდობის მოპოვების შემდეგ, ძიძა ღამით მათი პატარა ქალიშვილის და უფროსი ვაჟის, ეგორის დაშინებას იწყებს. ეგორი თავის მშობლებს მისი ძიძის უცნაური ქცევის შესახებ უყვება, მაგრამ ისინი მას არ უჯერებენ. ერთხელ, როდესაც ეგორი სახლში დაბრუნდება აღმოაჩენს, რომ მისი პატარა და ძიძასთან ერთად გაუჩინარდა, ხოლო მისი მშობლები ტრანსულ მდგომარეობაში არიან და არ ახსოვთ, რომ მათ ოდესმე ქალიშვილი ჰყოლოდათ. მთელი მისი სათამაშოები და ტანსაცმელი მასთან ერთად გაუჩინარდა, თითქოს ის არასოდეს ყოფილა იქ. ეგორი მეგობრებთან ერთად დის მოსაძებნად მიდის. იგი დარწმუნებულია, ძიძა სინმადვილეში უძველესი სლავური დემონია, რომელსაც ოდესღაც იაგა ერქვა. ახლა გმირებმა უნდა იჩქარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მშობლებიც დაივიწყებენ მათ…