არის თუ არა სამი ჯადოქარი უეცარი საშინელი სიკვდილის სერიებზე პასუხისმგებელი ან ამას რაციონალური ახსნა აქვს? მისი-სერიალი ინგლისელი მწერლის აგათა კრისტის დეტექტიური რომანის მიხედვით არის გადაღებული, რომელიც 1961 წელს დაიწერა. ახალგაზრდა მარკ ისტერბრუკი საიდუმლოებით მოცული გარემოებების გარკვევას გადაწყვეს, რომლებიც იდუმალი სიკვდილის ჯაჭვთან არის დაკავშირებული. მას არავიან აღიქვამს სერიოზულად, მთავარ გმირს მხოლოდ თავგადასავლების მაძიებელი, ახალგაზრდა ლამაზი გოგონა, ჯინჯერ კორიგანი ეხმარება. ამავდროულად, პოლიციის ინსპექტორი ლეჟენი მღვდლის, მამა გორმანის მკვლელობას იძიებს, რომელშიც ნაპაოვნი იქნა ფურცელი, რომელზეც რამდენიმე სახელი ეწერა. როგორც შემდგომში ირკვევა, ყველა ეს ადამიანი უკვე დაღუპულია…