კრიმინალური რომანების ცნობილი მწერალი მის სასახლეში აუტანელ ნათესავებთან ერთად თავისი 85-ე დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ იდუმალ ვითარებაში კვდება. ამ საქმის გამოძიებას პოლიციის დეტექტივს, ბენუა ბლანს ავალებენ, რომელიც ყველა სამხილის და თვითმხილველთა ჩვენებების გაცნობის, და ასევე ოჯახის დაკითხვის შემდეგ მიდის იმ დასკვნამდე, რომ ცნობილი მწერალი სავარაუდოდ მოკლეს. ახლა უამრავ ეჭვმიტანილთა შორის ბენუას დამნაშავის პოვნა მოუწევს, რის გამოც იგი იძულებულია სიცრუის და ღალატის ქსელში ჩაიძიროს…