ქვრივი მაგდანას შვილებმა მიხომ და კატომ შარაზე მომაკვდავი სახედარი იპოვეს, კარგი მოვლით ფეხზე დააყენეს და "ლურჯა" შეარქვეს. ლურჯამ წვრილშვილიან ქვრივს შრომა შეუმსუბუქა. ამიერიდან მაგდანა მაწვნით სავსე ქილებს ქალაქში ლურჯას დახმარებით ეზიდებოდა. ხანმოკლე გამოდგა ოჯახის სიხარული - ვაჭარმა მიტუამ თავისი მიტოვებული სახედრის უკან დაბრუნება მოინდომა, სასამართლო მოისყიდა და ქვრივის ოჯახს ლურჯა წაართვა.