მუსიკოსის კონცერტებისა და სტუდიაში მუშაობის ამსახველი ვიდეოების გარდა, მაყურებელი იხილავს, თუ როგორ შუქდებოდა მედიაში სიახლეები მომღერლის შესახებ. თრეილერი ბიბერის ახალი კომპოზიციის, Yummy-ს ფონზე სრულდება. როგორც მანამდე ჯასტინმა ინსტაგრამზე დაწერა, დოკუმენტურ სერიალში დეტალურად მოყვება, რა სირთულეების დაძლევა მოუხდა მას შემდეგ, რაც ექიმებმა მწვავე ინფექციები - ლაიმის დაავადება და ქრონიკული მონონუკლეოზი დაუდგინეს. ► ჯასტინ ბიბერი: ორ დაავადებას ვებრძვი “ამის შესახებ იუთუბზე გავრცელებულ დოკუმენტურ სერიალში ვისაუბრებ. გაიგებთ ყველაფერს, რასთან მომიწია გამკლავება. რთული წლები გამოვიარე”, - აღნიშნა არტისტმა. ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა 2016 წელს საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერის კატეგორიაში კომპოზიციით Where Are Ü Now გრემი მოიპოვა.