მარტოხელა-დედა, სახელად ალისა – გამოცდილი გენეტიკოსი-სელექციონერია, რომელიც უზარმაზარი კორპორაციის კვლევით ლაბორატორიაში მუშაობს. კოლეგებთან ერთად ის მცენარის ახალ ჯიშს შექმნის. ერთ პროექტზე მუშაობისას, ალისამ სრულიად ახალი ყვავილი შექმნა. გასაოცარი სილამაზის გარდა, მცენარე უჩვეულე თვისებებით გამოირჩევა: თუ მას იდეალურ ტემპერატურაზე შეინახავ, სათანადოდ მოუვლი და რეგულარულად ესაუბრები, მცენარე მის მფლობელს ბედნიერს გახდის. ალისა სამუშაო კონტრაქტს არღვევს და ერთ-ერთ მცენარეს მოიპარავს და თავის მოზარდ-ვაჟს, ჯოს აჩუქებს, ერთად ისინი მცენარეს “პატარა ჯოს” არქმევენ. მაგრამ მცენარის ზრდასთან ერთად, ალისას ეჭვებიც იზრდება. აღმოჩნდება, რომ “პატარა ჯო” ადამიანების სამყაროს სრულიად ცვლის…