ამ თურქულ სერიალში, მოთხრობილია ჰაზარისა და ზილანის ლამაზი სიყვარულის ისტორია. ფილმის არსი შემდეგში მდგომარეობს: ორი მტრულად განწყობილი გვარი შერიგებას გადაწყვეტს და იმავე დღეს, ერთი გვარის წარმომადგენელი (ზილანის ძმა) მოჰკლავს ჰაზარის ძმას. ოჯახები კვლავ დაპირისპირების ზღრუბლზე დგანან... ოჯახების თავები, ამ საკითხს შემდეგნაირად გადაჭრიან: გადაწყვეტენ თავიანთი შვილები ერთმანეთზე დააქორწინონ, რომ საბოლოოდ შეწყვიტონ ერთმანეთში ატეხილი ომი. წყვილი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობს და მამა ზილანს, მისი მომავალი ქმრის, ჰაზარის სახლში გაგზავნის. ისინი დაქორწინდებიან, ოღონდ, საკუთარი ნების წინააღმდეგ. თანდათანობით, ზილანი და ჰაზარი ერთმანეთს შეეჩვევიან... მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, მაგრამ წყვილის ცხოვრების გზა ია-ვარდებით არ არის მოფენილი, ყოველთვის ახალ-ახალი წინააღმდეგობები და პრობლემები იჩენს ხოლმე თავს...