სერიალი მოვითხრობს მმართველ სულეიმანსა და უკრაინელ გოგონა როქსოლანას სიყვარულის შესახებ. ისლამური კანონების მიხედვით, სულთანს უფლება ჰქონდა ჰყოლოდა ოთხი ცოლი და განუსაზღვრელი რაოდენობის ტყვე ქალი. ტახტი მემკვიდრეობით გადაეცემოდა მხოლოდ პირველი ცოლის შვილებს.