მოვლენები მაორის ტომის მითოლოგიურ წარსულში ვითარდება და მაორის მოკლული მეომრის, ვაკა ნუკუ რაუს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი ცოდვების გამოსასყიდად, ცოცხლების სამყაროში ბრუნდება. მაგრამ სამყარო, რომელშიც ვაკა დაბრუნდება სააქაოსა და საიქიოს შორის საზღვრის რღვევის გამო განადგურებული აღმოჩნდება, და ცოტა ხნის წინ გარდაცვლილთა სულები ახლა ადამიანებს დევნიან და მათ სხეულზე ნადირობენ. მთავარი გმირი ახალგაზრდა მონადირეს, მეჰეს შეხვდება, რომელიც ერთდროულად მისი შეგირდი და მორალური კომპასი გახდება. ისინი ერთად ებრძვიან, როგორც ბუნებრივ, ისე ზებუნებრივ ძალებს, და ცდილობენ გაიგონ ვინ “გაანადგურა სამყარო” და როგორ აღდგინონ ის…