ჰანს კრისტიან ანდერსენის კლასიკური ზღაპრის უჩვეულო ინტერპრეტაცია, რომლის ისტორია ხანდაზმული ქალის მიერ მოთხრობილი ზღაპრით იწყება, რომელიც ის მის შვილიშვილებს ძილის წინ მოუყვება. მათი პატარა ასაკის მიუხედავდ, ბავშვები არ იჯერებენ ბებიის მიერ მოთხრობილ ზღაპარს და მას საკუთარი ისტორიის მოყოლას აიძულებენ – მრავალი წლის წინ, ახალგაზრდა წარუმატებელი რეპორტიორი, კემ ჰარისონი და მისი უმცროსი და ელი, მოხეტიალე ცირკის სანახავად წავლენ, სადაც ისინი აუზში გამომწყვდეულ ქალთევზას ნახავენ. გმირები კიდევ უფრო გაოცდებიან, როდესაც მათ წინაშე ორ ფეხზე მდგომი ახალგაზრდა ქალთევზა წარდგება. კემი და ელი მოულოდნელად ხმელეთზე დაბადებულ პატარა გოგონა-ქალთევზას შესახებ წინასწარმეტყველებას შეიტყობენ. მალე უძველესი წინასწარმეტყველება გაცოცხლებას დაიწყებს, და მოვლენები კიდევ უფრო დაიძაბება, როდესაც ბოროტი გრძნეული ქალთევზას სულის მითვისებას და მის ბოროტ ძალად ქცევას გადაწყვეტს…