ანიმაციური ფილმი უძველესი მექსიკური ტრადიციის შესახებ – წინაპართა სულების მოსახსენიებელი მხიარული დღესასწაული, როდესაც ადამიანები გარდაცვლილი ოჯახის წევრების საფლავებზე გადიან, სადაც საჩუქრები და საჭმელები მიაქვთ. მოვლენები პატარა ქალაქში, სანტა-კლარაში ვითარდება. იქ სელმა ცხოვრობს, 16 წლის გოგონა. ის ობოლია და არასოდეს არ უნახვას მისი ბიოლოგიური მშობლები, რომელთა შესახებ მას მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ ამბავს უყვებოდნენ – რომ მათ ის მიატოვეს. თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი სელმამ ინფორმაციის ძიებაში დახარჯა, რათა გაეგო ვინები იყვნენ მისი მშობლები. მაგრამ მას არ უმართლებდა – იმ მომენტამდე, სანამ მან განსაკუთრებული წიგნი არ აღმოაჩინა. იგი სანტა-კლარას ყველა მაცხოვრებელის ისტორიას შეიცავს. ამ წიგნის დახმარებით, რომელიც ჯადოსნური აღმოჩნდება, სელმა ამაღელვებელ მოგზაურობაში მიდის, რომელსაც საუკეთესო და მამაცი მეგობრები – ხორხე და პედრო ეხმარებიან. ახალგაზრდა გმირები სელმას ოჯახთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხელჩასაკიდს ეძებენ, რასაც ისინი გარდაცვლილთა საოცარ სამყაროში მიჰყავს…