მოვლენები 2005 წელს პარიზის გარეუბანში მომხდარი არეულობის დროს ვითარდება, სადაც მუდმივად ეთნიკური კონფლიქტი ეწყობა. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში საფანგეთის გამარჯვებისადმი მიძღვნილი, ზეიმის დროს, შავკანიანი ბიჭი, ისსა ბოშების ცირკში ლომის ბოკვერს მოიპარავს. ბოშები, რომლებიც მხოლოდ ქურდის კანის ფერს შენიშნავენ, შავკანიანთა კვარტალის ხელმძღვანელს ულტიმატუმს წაუყენებენ: ლომის ბოკვერის დაბრუნება და ბოდიშის მოხდა. კონფლიქტში სამი პოლიციელი ერევა: ახალბედა სტეფანი, შავკანიანი გვადა და მკაცრი მეთაური კრისი. საქმის გამოძიებისას პოლიციელები, ისსის პოულობენ და მას შემთხვევით ტრავმას აყენებენ. ამის შემდეგ პარიზის გარეუბანში მოზარდებსა და ზრდასრულებს შორის ნამდვილი ომი იწყება, რომელთა გულგრილობა და სისასტიკე ტრაგედიას გამოიწვევს…