ფილმი იგავია შიშზე. ეს არის ამბავი დედისა და ქალიშვილის ურთიერთობისა, რომელთაც სიყვარული აკლიათ, მხოლოდ ხანდახან თუ ესმით ერთმანეთის, და რომლებიც შიშმა გაართიანა - კაციჭამია მგლის შიშმა, რომლის ამბავიც დედამ შეთხზა. ფილოსოფიურ დონეზე, ეს ფიქრთა დაკარგული სიწმინდის ასახვაა, რაც ადამიანური ცხოვრების ჰარმონიის უმთავრესი პირობაა, და მაინც ერთი ანდაზის ილუსტრაციაც: „გონების ძილი ურჩხულებს შობს“…