ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოს საწოლში იღვიძებს. მას ფეხი აქვს მოტეხილი, ის ასევე სივრცეში დეზორიენტებულია და არაფერი არ ახსოვს. ოთახში, სადაც ის იმყოფება არ არის ფანჯრები – კედელზე მხოლოდ ერთი დიდი სარკეა, რომელშიც გოგონა თავის ანარეკლს ვერ ხედავს. მასთან ერთად ფსიქოლოგი-კრიმინალისტი, დოქტორი გრინი იმყოფება, რომელიც გოგონას უხსნის, რომ მას სამანტა ჰქვია, რომ იგი თხუთმეტი წლის წინ, სკოლაში მიმავალი მოიტაცეს და ტყვეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა, და რომ ახლა მისი საქმე გამტაცებლის პოვნაა. თუმცა, გამტაცებელზე ნადირობა არა გარე სამყაროში, არამედ სამანტას გონებაში ხდება. დოქტორის დახმარებით სამანტა თანდათანობით მიწისქვეშა ლაბირინთში მისი ტყვეობის და იქ იდუმალი თამაშების შესახებ გარკვეული ეპიზოდების გახსენებას იწყებს. ქალაქი სასტიკი სიცხეების ტალღამ მოიცვა, სადაც ადამიანებს დღის განმავლობაში სძინავთ და სახლებს, მხოლოდ ღამით ტოვებენ. კერძო დეტექტივი, სახელად ბრუნო, რომელიც წლების განმავლობაში სამანტას გაუჩინარებას იძიებდა, მის გათავისუფლების შესახებ შეიტყობს და კვლავ ნადირობას იწყებს…