ჩვენს წინაშეა ქოდი, საბრძოლო ხელოვნების უბადლო წარმომადგენელი, რომელიც ოჯახს დამტყდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მშობლიურ ქალაქში ბრუნდება და ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობს. როგორც ერთი შრომისმოყვარე ბიჭი, რომელსაც პრობლემების გარეშე უნდა ცხოვრება. თუმცა პრობლემები აქეთ ეძებენ. როდესაც წარსულის პრობლემებიც თავს გაახსენებს, ქოდს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, ან მიატოვოს დაწყებული საქმე, ანდა თვალი გაუსწოროს გამოწვევებს და ყველაფერი გააკეთოს მათ მოსაგვარებლად, რათა მშვიდი ცხოვრებით იცხოვროს…