საშინელებათა მინი-სერიალი, ტრანსილვანიელი არისტოკრატი-ვამპირის – ძლევამოსილი გრაფ დრაკულას შესახებ, რომელიც ვიქტორიანული ლონდონის წინააღმდეგ გრანდიოზულ შეთქმულებას გეგმავს. მოვლენები 1897 წელს ვითარდება, როდესაც სისხლს მოწყურებული, ლეგენდარული დრაკულა ტრანსილვანიიდან ინგლისში გაემგზავრება, სადაც მას პროფესორ აბრაჰამ ვან ჰელსინგის შთამომავლები დაუპირისპირდებიან, რომლებიც სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის თავიდან აცილებას ცდილობენ. სერიალი ასევე იდუმალი გრაფის საიდუმლოებით მოცულ ცხოვრებაზე, ვამპირულ ვნებებზე და, რა თქმა უნდა, სიყვარულზე მოგვითხრობს…