ელემენტარული სიკეთეც კი აუცილებლად ათბობს სხვას, თუნდაც შორეულ, გაყინულ ადგილას მყოფს. სმერსენსბურგის ახალი ფოსტალიონი ჯასპერი, უკიდურეს ჩრდილოეთით არსებულ ქალაქ სმირენსბურგში გაიგზავნება, სადაც მისი მოვალეობა წელიწადში მინიმუმ 6000 წერილის დაამუშავებაა. ადგილზე ჩასვლისთანავე ბიჭი ომის ზონაში აღმოჩნდება: ორი ოჯახურ კლანს, საუკუნეების მანძილზე დაუნდობელი მტრობა აქვს გაჩაღებული. რასაკვირველია, ასეთ გარემოში წერილების დრო არ არის და ფოსტა უკვე დიდი ხანია საქათმედ იქცა. თითქმის სასოწარკვეთილი ჯასპერი სტუმრობს თოჯინების შემქმნელ კლაუსს და მათი ნაცნობობა საოცარ მოვლენებს ჩაუყრის საფუძველს.