ხმაურიანი წვეულების შემდეგ ახალგაზრდა პარიზელი მუსიკოსი სემი ცარიელ და სისხლით მოსვრილ ბინაში იღვიძებს. სემი ხვდება, რომ მის ირგვლივ ყველა ზომბად გადაიქცა, ხოლო პარიზში ყველაზე უსაფრთხო ადგილი – ის ბინაა, სადაც მან გაიღვიძა. მთავარი გმირი პანიკაშია, მან არ იცის, რა უნდა გააკეთოს, თავი დაიცვას თუ თავს დაესხას, გაიქცეს თუ ადგილზე დარჩეს. სემი უმძიმესი რეალობის წინაშე დგება: ის სრულიად მარტოა, ხოლო ცოცხალ-მკვდრებმა კი პარიზის ქუჩები სრულიად დაიპყრეს. მშიერი ზომბების ზეწოლის ქვეშ მყოფ, სემს შენობის ბარიკადირება და გადარჩენის გზების პოვნა მოუწევს. ასევე მან უნდა გაარკვიოს, ზომბი-აპოკალიფსისი შემდეგ იგი ნმადვილად ერთადერთი გადარჩენილი არის თუ არა…