ოდესღაც ტიეკო ფუძივარა იაპონიის კინემატოგრაფიის ცნობილი ვარსკვლავი იყო. მაგრამ ოცდაათი წლის წინ მოულოდნელად შეწყვიტა გადაღებები და საზოგადოებას ჩამოშორდა. მისმა ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა თაყვანისმცემელმა - გენია ტატიბანამ, ფუძივარაზე ფილმის გადაღება ჩაიფიქრა. მისმა ჩამოტანილმა პატარა ძველმა გასაღებმა, ტიეკოს მოგონებებს თითქოსდა ჩარაზული კარი გაუხსნა.