ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული დრამატული მინი-სერიალი, ებრაელი კლერკის, ელი კოენის შესახებ, რომელიც 1960-იან წლებში მოსადის ცნობილი ჯაშუში და მზვერავი გახდება. მისი კონსპირაციის და გარდასახვის ნიჭის წყალობით, ელი კოენი სირიის მთავრობაში შეღწევას მოახერხებს. ის რამდენიმე წლის განმავლობაში წარმატებით მოიპოვებდა სასარგებლო ინფორმაციას თავისი ქვეყნისთვის, მაგრამ 1965 წელს მას გამოააშკარავებენ და სიკვდილით დასჯას მიუსაჯიან. ისრაელში კოენი ეროვნულ გმირად არის აღიარებული…