შეყვარებულთან მტკივნეული განშორების შემდეგ წარუმატებელი მუსიკოსი დეივი მის დასთან და ახალგაზრდა დისშვილთან გადადის საცხოვრებლად. როდესაც მომხიბლავ და იდუმალ მასწავლებელთან, მის კეროლაინთან ერთად სკოლის ექსკურსიის გაცილების შესაძლებლობა გამოჩნდება, დეივი მასზე შთაბეჭდილების მოხდენის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. თუმცა, მისი ეშმაკური განზრახვის განხორციელებას, მსოფლიოში ცნობილი ბავშვთა სატელევიზიო შოუს პერსონაჟის, ამზრზენი ტედი მაკგულის გამოჩენა გაართულებს. მაგრამ მთავარი გმირის რომანტიკულ გეგმებს ზომბების მოულოდნელი თავდასხმა დაარღვევს, რომელსაც მიმდებარე სამხედრო ბაზაზე ჩატარებული წარუმატებელი ექსპერიმენტი გამოიწვევს. ახლა მხოლოდ საბავშვო ნივთებით შეიარაღებული, დეივი, მის კეროლაინი და ტედი იძულებულნი არიან გაერთიადნენ, რათა მონსტები შეაჩერონ და ბავშვები გადაარჩინონ. გმირები ბავშვებს არწმუნებენ, რომ ვითომ ისინი შოუში მონაწილეობენ, და არა აპოკალიფსის ეპიცენტრში იმყოფებიან…