პენსილვანიის შტატის პატარა ქალაქში მცხოვრები, 30 წლის დებრა ადრეულ ასაკში გახდა დედა. მის კვალს გაჰყვება მისი ქალიშვილი ბრიჯიტი, რომელსაც მოზარდობის ასაკში ეყოლება ვაჟი. მართალია გმირების ცხოვრება იდეალური არ არის, მაგრამ მათ ერთმანეთი ჰყავთ და ბედნიერებისთვის ესეც საკმარისია. ერთ საღამოს, ბრიჯიტი წვეულებაზე წავა – ეს იყო ბოლო დღე, როდესაც ახალგაზრდა ბებიამ მისი ქალიშვილი ნახა. ქალაქში სრულმასშტაბიანი ძებნის ოპერაცია იწყება, მთელი მოსახლეობა ფეხზე დგება, მაგრამ ძალისხმევა სასურველ შედეგს არ გამოიღებს. მომდევნო თერთმეტი წლის განმავლობაში, დებრა იძულებულია მარტომ გაზარდოს შვილიშვილი, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს გაარკვიოს, სად დაიკარგა მისი ქალიშვილი. დროთა განმავლობაში დანაკარგის ტკივილი შესუსტებას იწყებს და როდესაც ჩანს, რომ ყველა საშინელება უკან დარჩა, ახალი ფაქტების გამოვლენა, დებრას თეთრი დღეების კოშმარში ჩაძირავს…