მეგობრები ქალაქ ჰოულიდან სხვადასხვა გზებით ცდილობენ ფული იშოვნონ და თავისი ოცნებები აისრულონ. ეს ახალგაზრდები ყრმობის პერიოდში არც თაღლითობას ერიდებოდნენ, არც ტყუილებს და არც მოქრთამვას, თუმცა ახლა, როდესაც მოწიფულობაში შედიან, ზოგიერთი დაფიქრდება კიდეც - ეგებ შესაძლებელია მშობლიურ ქალაქს გასცდე და სხვა გზას ეწიო.