როდესაც მამამისი მოკვდება, ალექსი იძულებული გახდება სამსახურში წავიდეს, რათა ცოტაოდენი ფული იშოვოს, მაგრამ ის სწრაფად ხვდება, რომ “მუშაობა” ყოველთვის როდი ნიშნავს “ბედნიერებას”. დიდი ძალისხმევის გარეშე ფულის შოვნის სურვილისას, ალექსი ჟიგოლოდ გახდომას გადაწყვეტს. რის შემდეგაც იგი დენიზის შეხვდება – 65 წლის მდიდარი მემკვიდრე. 28-წლიანი ერთობრივი ცხოვრების შემდეგ, მთავარი გმირი დენიზის მიერ მიტოვებული აღმოჩნდება. სასოწარკვეთილი ჟიგოლო დასთან გადადის, სადაც თავის დისშვილს, ჰუგოს შეხვდება… ახლა ალექსიმ ფუფუნების გარეშე, რომელსაც ის მიეჩვია, ნორმალური ცხოვრება უნდა ისწავლოს. მას ასევე სამსახურში დაბრუნება მოუწევს, თუმცა, მანამდე გადაწყვეტს ჰუგოს თავისი ჟიგოლოს ტექნიკა ასწავლოს…