სათავგადასავლო როუდ-მუვი, დაუნის სინდრომით დაავადებული 22 წლის ზაკის (დებიუტანტი ზაკ გოტზაგენი, რომელმაც ავტორებს სცენარი შთააგონა) შესახებ, რომელიც ინვალიდთა სახლიდან გარბის, სადაც ის ცხოვრობს, რათა პროფესიონალ რესლერად გახდომის მისი ოცნება აისრულოს. მთელი რიგი მოვლენების შემდეგ, ახალგაზრდა ტაილერი (შაია ლაბუფი) – ძებნაში მყოფი წვრილმანი თაღლითი, ზაკის მწრთვნელი და მოკავშირე გახდება. გმირები ერთად გაურბიან დევნას, ვისკის სვავენ, ღმერთს ეძებენ, თევზებს იჭერენ და ინვალიდთა სახლის მშვენიერ და კეთილ მედდას, ელეონორას (დაკოტა ჯონსონი) თავიან მოგზაურობაში გაერთიანებას არწმუნებენ, რომლებიც ერთად უამრავ წარმოუდგენელ მოვლენებს განიცდიან.