შავი იუმორით, სიგიჟით, აბსურდით და ფილოსოფოსიით გაჟღენთილი, შვიდი სრულიად განსხვავებული ისტორია, რომელშიც საშინელება და კომედია ერთმანეთშია არეული. შვიდი სიურეალისტური შეხედულება დისფუნქციური საზოგადოების შესახებ, რომელიც არ ვითარდება: ოჯახი, სოლიდარობა, წესრიგი, საკუთრება, სამუშაო, პროგრესი და ვალდებულება. ფილმი ექსტრემალურ პირობებში მყოფი პერსონაჟების შვიდი ყოველდღიური ისტორიის მეშვეობით ჩვენს საზოგადოებას აკრიტიკიებს, და სიყვარულისა და საზოგადოების პრობლემებს და საკუთარი ოჯახისგან, შარიანი დამქირავებელისგან, საუცხოო ქორწილიდან, მომაბეზრებელი მეზობლებისგან და მსხვილი ბიზნესმენისგან გაქცევის შვიდ მიზეზს იკვლევს, რასაც ელვარე გამონათქვამები მახვილგონივრული დიალოგებით ხელოვნების იდეას მატებს…