მოვლენები 2199 წელს ვითარდება, როდესაც ახალგაზრდა გოგონას, ჯაქსის ცხოვრება თავაყირა დადგება: უცნობები მის სახლს ანადგურებენ და მშობლებს კლავენ. გოგონა ხსნას დედამიწის კოსმოსური ფლოტის აკადემიაში პოულობს, სადაც ის ჩაირიცხება, რათა ყველა სახის საფრთხისაგან, როგორც ადამიანებისგან, ისე უცხოპლანეტელებისგან, მშობლიური გლაქტიკა დაიცვას. მალე, ჯაქსი საკუთარ თავზე შოკისმომგვრელ სიმართლეს აღმოაჩენს, არკვევს, რომ მთელი მისი ცხოცრება სრული ტყუილი იყო, ასევე ხვდება, რომ ის შეიძლება ყოველი ცოცხალი ქმნილების უნიკალური მხსნელი, ან მისი გარდაუვალი სიკვდილი გახდეს…